მთავარი » 2011 » აგვისტო » 6 » სამაგიერო...
3:04 PM
სამაგიერო...

ძნელია,ენდო ბიბლიას და ერთ ლოყაში სილაგაწნულმა მორჩილად მიაბრუნო მეორე – ხუთი თითისკენ...
ეს ხუთი თითი შორიდან მოდის....
ღმერთმა თუ ადამს არ აპატია ის ერთადერთი შეცოდება,უპირველესი რომ იყო ქვეყნად,ჩვენ რას გვერჩიან?:)
და ედემს მიღმა დარჩენილმა ორმა მოკვდავმა იმით მიიღო სმაგიერო,რომ მიწა – მიწადვე იქცეოდა.
აბელი დიდმა რწმენამ დაღუპა,კაენი – დიდმა ურწმუნოებამ.
ჩვენ გვიყავრს,როცა სხვებზე ვიმარჯვებთ!
თუნდ ცოდვის ფასად!
და გვიხარია,როცა სამაგიეროს მივუზღვთ ვინმეს.
ჩვენ გმირები ვართ!
მე განსჯის არ მაქვს უფლება,მით უფრო ღმერთის,მაგრამ ადამი სამოთხეში რომ დაეტოვებინა,მას ის შიშიშვლე უფრო შეაწუხებდა,ვიდრე ის წყევლა,რაც მიიღო მან სამუდამოდ.
იქნებ სამაგიერომ გააბოროტა ადამის მოდგმა?
შეცოდებისთვის წყევლა კი არა მიტევებაა დიდი სასჯელი.
ხელისკვრის ღირსი გამოწვდილმა ხელმა წამოაყენოს და ლაფში ამოსასვრელად გაწირული თავად განბანოს.
სიძულვილისთვის სიყვარული დიდი ჯიბრია!
კატეგორია: ჩემი ჩანახატები | ნანახია: 830 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა