6:32 PM თევზი სოკოთი და კრევეტებით | |
ინგრედიენტები: ხეკი ან კალმახი (3 ცალი საშუალო ზომის) 3 ცალი საშუალო ზომის სტაფილო 2-3 თავი ხახვი 300 გრ. ქამა სოკო 500 გრ. კრევეტი მაიონეზი მომზადების წესი: მოხარშეთ თევზი მარილწყალში, რომ მოიხარშება გაასუფთავეთ ფხებისგან და წვრილად დაჭერით. სტაფილო გახეხეთ მსხვილად, ხახვი დაჭერით ნახევარრგოლებად. ხახვი და სტაფილო ცალ-ცალკე მოშუშეთ ზეთში. სოკო მრგვალად დაჭერით და ისიც ზეთში მოშუშეთ. კრევეტები მარილწყალში მოხარშეთ. როცა ყველაფერი მზად იქნება, ფენებად დაალაგეთ ღრმა ჭურჭელში. ყოველი ფენას მოასხით მაიონეზი. 1 ფენა - თევზი 2 ფენა - ხახვი 3 ფენა - სოკო 4 ფენა - კრევეტები 5 ფენა – სტაფილო. სალათა ზევიდან გააფორმეთ კრევეტებითა და მწვანილი | |
|
სულ კომენტარები: 0 | |