მთავარი » 2011 » აგვისტო » 6 » თუ არა გყავს მოახლე,თავი მოიმოახლე...:))))
5:47 PM
თუ არა გყავს მოახლე,თავი მოიმოახლე...:))))

………..მრავალწერტილში ყოველი წერტილი ფიქრობს, რომ ის დანარჩენზე უფრო მნიშვნელოვანია… ასეა ადამიანებშიც.

დროის მოკვლას დამიზნებაც არა სჭირდება.

დრო ყველაზე კარგი მასწავლებელია. ბოლოს, სამწუხაროდ, ყველა მოსწავლეს კლავს.

წუთისოფელი არც ისე მრუდეა, ზოგმა თვითონ იცის აცა–ბაცა სიარული.

თუ მოწყენილი ხარ და სიკვდილს ნატრობ, არ იდარდო და სულ იცინე – რაღაცა მაინც მოგკლავს როდისმე…

"ბრმა” როცა თავისზე "ბრმას” ხედავს საკუთარი "სიბრმავე” ავიწყდება.

თუ არსად გელოდებიან, არც არსად მიგეჩქარება.

თუ არა გყავს მოახლე,თავი მოიმოახლე.

როცა იცინი ადამიანებზე, მათზე ვეღარ ბრაზდები–იუმორი მოთმინებას გასწავლის.

 მშიერი და გაღიზიანებული მამაკაცი ცივია, როგორც ყინული.
  შეყვარებული მამაკაცი ორთქლს ემსგავსება. თუმცა, „ორთქლი" სამწუხაროდ ყველაზე არასტაბილური მდგომარეობაა.
  და უმთავრესი:
თუ მამაკაცი წყალსატევია,მაშინ ქალი ამინდია წყალსატევის ნაპირას.

დაემსგავსეთ მზეს,თორემ სითბოსა და სინათლის გარეშე შეიძლება ოკეანეც კი გაიყინოს… )))

კატეგორია: აზრები | ნანახია: 918 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა